აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო

მედიაცია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიატორებისთვის, ბიზნესისთვის, სასამართლო ხელისუფლებისა და დავის მონაწილეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რათა შევძლოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიური ფორუმის გახსნისას განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოდერატორი ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და სხვები.

ფორუმი, რომელიც ორ პანელად წარიმართა, ბიზნესთან თანამშრომლობასა და ხელშეწყობაში მედიაციის როლს, მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის დადებითი მხარეების, ბიზნესისთვის მედიაციის გამოყენების სამართლებრივ პერსპექტივასა და ჩარჩოს განხილვას დაეთმო.

ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, USAID-ის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით გაიმართა და მას ადგილობრივთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების, მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი