IPS-ის ორგანიზებით თბილისში  ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება

ეკო-მეგობრული და, ამავე დროს, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები ქართულ ბაზარზე უფრო მოთხოვნადი ხდება. ამასთან, მშენებლობაში მეტი ყურადღება ექცევა ხარისხიან აკუსტიკურ და თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებას.

ლაბორატორიულად დატესტილი, ხარისხიანი სამშენებლო მასალები ზოგავს როგორც მშენებლობის ხარჯებს, ასევე კომუნალურ გადასახადებს. სწორად ასეთ აკუსტიკურ და თბოიზოლაციო მასალებს აწარმოებს ევროპული ბრენდი URSA, რომელსაც საქართველოში კომპანია IPS Trade წარმოადგენს. URSA ევროპაში საიზოლაციო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

URSA არის პირველი ევროპული ბრენდი ქართულ ბაზარზე, რომლის თბო-ხმის საიზოლაციო მასალების შეძენა მსურველებს საქართველოში შეუძლიათ.

IPS Trade-ის ორგანიზებით გაიმართება URSA -ს დღე თბილისში. აქ მოსული სტუმრები გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თბო-ხმის იზოლაციის მიმართულებით.

პრეზენტაციას დაესწრება მშენებლობის სფეროს 100-მდე წარმომადგენლი:

არქიტექტორები, მშენებლები, პროექტის ხელმძღვანელები, ექსტერიერ-ინტერიერის დიზაინერები, დეველოპერები და სარემონტო კომპანიები.

ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება პირადად URSA-ს წარმომადგენლებს დაუსვან ტექნიკური შეკითხვები და ფიზიკურად დაათვალიერონ ნიმუშები.

ღონისძიების ჩატარების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება IPS-ის სოცმედია არებში და მოსაწვევის სახით დაეგზავნება ყველა დარეგისტრირებულ სტუმარს.

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ ელფოსტაზე info@ips.ge. დასარეგისტრირებლად აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება:

სახელი, გვარი, პოზიცია

კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და საქმიანობის სფერო.

IPS-ის შესახებ

IPS სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანიაა. ის სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

  • IPS Interior - ინტერიერის მასალები და სრული მომსახურება
  • IPS Facade - მშენებლობების საფასადე მასალები და მონტაჟი
  • IPS Trade - ექსტერიერ-ინტერიერის და სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვები

IPS-ის გუნდი დაკომპლექტებულია თავისი საქმის ოსტატებით. IPS-ში სამუშაო პროცესები არის გათვლილი დეტალებში, ვინაიდან კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ცოდნა და ექსპერტიზა. აქ სისტემატიურად ეცნობიან ახალ ტენდენციებს და ამკვიდრებენ მათ ადგილობრივ ბაზარზე.

(R)

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება