გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ

„პეისერა ბანკი“ ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული IBAN ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას სთავაზობს. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს „ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში“ (SEPA) და ევროში ანგარიშსწორება ისევე მარტივად, მყისიერად და დაბალი საკომისიოთი განახორციელოს, როგორც ლარში. გადარიცხვა სრულდება 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს და სრული თანხა მიმღების ანგარიშზე რამოდენიმე წამში აისახება.

„პეისერა ბანკის“ ბიზნეს მოდელი ეფუძნება ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას, რაც მის უსაფრთხოებასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ამასთან, ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობით, ბანკმა საქართველოში დანერგა ინოვაციური ციფრული პროდუქტები და ევროპულ სერვისებზე შეუზღუდავად და მყისიერად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას: ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო, სან მარინო, ვატიკანი და ანდორა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება