სერგეი შოიგუ - შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს

უკრაინაში კონფლიქტი ვაშინგტონმა შექმნა და დღეს მიზანმიმართულად ახანგრძლივებს მას - ეს ნათლად აჩვენებს დასავლეთის სურვილს შეინარჩუნოს გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააწესოს თავისი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში”, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები იზრდება, ნადგურდება სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები და მცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების როლი.

„ეს ძირითადად განპირობებულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილით, შეინარჩუნონ გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააკისრონ თავიანთი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე. საკუთარი მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის პარტნიორებზე, აკისრებს რა მათ მორჩილი შემსრულებლების როლს“, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, შეიძლება აშშ-ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.

”ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია”, - აღნიშნა შოიგუმ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი