ანჯეი დუდა - ნატო-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეჭრა უფრო ფართო ომის საფრთხეს ქმნის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის რაკეტების ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრის ინციდენტები უფრო ფართო ომის საფრთხეს ქმნის.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს არის რუსული პროვოკაცია, როდესაც რაკეტა შემოდის ჩვენს საჰაერო სივრცეში, შემდეგ შებრუნდება და უკრაინაში გადადის. ჩვენ ვნახეთ ეს პროვოკაციები - ჩვენი საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაირღვა რუსული რაკეტებით”, - განაცხადა დუდამ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ძალებს ჯერ არ უცდიათ რუსული რაკეტების ჩამოგდება, დუდამ გამოთქვა შეშფოთება, რომ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავდასხმა პოლონეთის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის განადგურება ან მსხვერპლი.

„ეს არის ყველაზე საშიში ვითარება, რაც დღეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის თავზე რაკეტის ჩამოგდებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, მაგრამ ამავე დროს, ნატო-ს წევრები ასევე სიფრთხილეს იჩენენ რუსული რაკეტების უკრაინის თავზე ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რაც, მათი აზრით, კონფლიქტში პირდაპირ ინტერვენციას ნიშნავს და რასაც ალიანსის წევრები ერიდებიან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული რაკეტების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის სულ მცირე სამი ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი, რომელიც ნატო-ს საწვრთნელ ობიექტთან ახლოს. უახლესი ინციდენტი 24 მარტს მოხდა, როდესაც რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომლის სამიზნეც დასავლეთ უკრაინა იყო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი