ქუთაისის მერმა წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის წარმატებულ პედაგოგებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, საკრებულოს წევრმა ბექა ქებულაძემ მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს და ფულადი ჯილდოები გადასცეს გამორჩეულ მასწავლებლებს.

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. ქვეყნის მომავალი სკოლიდან, საკლასო ოთახებიდან იწყება.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია პედაგოგებს აკისრიათ.

ის ფაქტი, რომ ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, უპირველესად მათი პედაგოგების დამსახურებაა. მადლობა მათ, ამ შრომისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ყოველთვის ექნებათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მასწავლებლის ეროვნულ დღეს ჩვენს მასწავლებლებს!", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ღვაწლმოსილ და წარმატებულ მასწავლებელთა დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება და ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ არის ორგანიზებული.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო