თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით დაიწყებს ფუნქციონირებას.

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ და პარტიონირი ექიმების ინვესტიციით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.

ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია, მეანობა-ნეონატოლოგია.

სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორ იოსებ ჟორდანიამ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი ვივო მედიქალ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს