GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა

GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს-პალატა გახლავთ, რომელიც 230-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. საქართველოში სავაჭრო პალატა 1998 წელს დაარსდა. მის მთავარ მიზანს აშშ-საქართველოს კავშირების ხელშეწყობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით ცდილობს ბიზნესის დახმარებას, კერძოდ, ხელს უწყობს სავაჭრო პალატის წევრების საქმიანობის სფეროში ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე უზრუნველყოფს ქართველ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარებას.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: Gerteis, Bohle, Korsch, Fette, Uhlmann, Huttlin, Servolift, IMA, Erweka, Agilent, Waters, Stilmas, Milipore და სხვ.

კომპანიას აქვს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა ნაციონალური თუ საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), GMP PIC/S (საერთაშორისო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI.

კომპანია >140 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და იყენებს მათ გამოცდილებას საქართველოში საკუთარი პროდუქტების წარმოებაში. კომპანიაში წარმატებით ფუნქციონირებს კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილება, სადაც მიმდინარეობს ახალ ჯენერიკულ პრეპარატებზე, სამკურნალო საშუალებების ახალ დოზირებულ ფორმებზე, ასევე ინოვაციურ კომბინაციებსა და პოლიპილებზე მუშაობა. კომპანიის R&D განყოფილებაში ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 13 ახალი პროდუქტი.

GM PHARMA ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში - ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება, მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა და ახალი ფარმაცევტული ბაზრების ათვისება, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოსა და GM PHARMA-ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.

AmCham-ში გაწევრიანება, სავაჭრო პალატის რესურსები, კონტაქტების ფართო ქსელი და მაღალი რეპუტაცია დამატებითი შესაძლებლობაა GM PHARMA-ს სტრატეგიული გეგმების, მათ შორის კომპანიის საექსპორტო მიზნების განხორციელებისთვის – როგორიცაა გლობალურ ბაზრებზე შესვლა და ოპერირების დაწყება ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს, მეტი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფარმაცევტული, ჯანდაცვის სექტორისა და ზოგადად, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებაში, ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერებაში.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს