პარლამენტის ქუთაისის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი, შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

"საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოსახლეობას, დაახლოებით, 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება. აკადემია, ასევე, იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ, აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა. შესაბამისად, რეგიონული ცენტრი ყველა ამ სერვისსა და შესაძლებლობას შესთავაზებს უკვე ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას და მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე, მთლიანად იმ მხარის განვითარებისთვის", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უფრო განვითარებულია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიციელების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდანაც მოხდეს, რაც ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის ახალი სტიმულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის რეგიონულ ცენტრში დასაქმებულ პერსონალზეც გააკეთა აქცენტი.

"არ მოხდება თბილისში მყოფი დანაყოფების გადაყვანა ქუთაისში, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა უკვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება შესაძლებელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო