ოხანაშვილი გოცირიძეს - არ ვთვლი საჭიროდ, თქვენ საერთოდ რამეზე გიპასუხოთ

თითქოს ისეთი რამ მოგვახსენეთ, რომელიც შუქს ფენდეს ამ საშინელ დანაშაულს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს ანრი ოხანაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. გოცირიძემ ოხანაშვილს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

„თითქოს ისეთი რამ მოგვახსენეთ, რომელიც შუქს ფენდეს ამ საშინელ დანაშაულს. ჩემი პირველი შეკითხვა ასეთია: თქვენ იცით, ვინ არის ამ ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელი? თქვენი წარმომადგენლები, კომისიის წევრების ნაწილი გუშინ საუბრობდა, რომ კომისიის დასკვნა არის არაკომპეტენტური, ვინაიდან ამ კომისიამ შეითავსა პროკურორის ფუნქცია და ფაქტობრივად ხელი დაადო მკვლელს. მეორე ნაწილი კომისიას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ კომისიამ ვერ გამოიძია ეს პროცესი და დღემდე არ არის დადგენილი დამნაშავეო. ზუსტად იმეორებდნენ თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც საყვედურობდა კომისიას, თუ სად იყო მათ მიერ გამოძიებული მკვლელობა და დასცინოდა კომისიის მუშაობას. ჩამოყალიბდით საბოლოოდ, კომისიის ამოცანა რა იყო? უმრავლესობის წევრები კომისიაში ხართ შეთანხმებული ერთმანეთთან? ბოლოს და ბოლოს, იყო თუ არა ამ კომისიის ამოცანა მკვლელის დადგენა? თქვენ მართლა მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი გამოუძიებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რთული საქმე იყო?“, - განაცხადა გოცირიძემ.

თავის მხრივ, ოხანაშვილმა გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ თვლის საჭიროდ მის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს.

„ბატონო, რომან, მესმის, რომ თქვენ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევით, მაგრამ თუ ვინმე სპეციალისტს ჰკითხავთ, აუცილებლად აგიხსნით. თქვენ ხართ იმ სამარცხვინო გუნდის წევრი, რომელმაც დადგენილებებს, რომელიც ჩამოვთვალე, მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, არ ვთვლი საჭიროდ, თქვენ საერთოდ რამეზე გიპასუხოთ. თუ რაიმე გაინტერესებთ, წერია დოკუმენტში, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ დავადგინეთ იმაზე მეტი, ვიდრე დაადგინა „ევროპულმა საქართველომ“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო