ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს - ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში.

კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი - 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა, დანამატი აღებული აქვს აგვისტოშიც, რაც ამ შემთხვევაში 2,036 ლარს შეადგენს.

ჯამურად, მიმდინარე წლის იანვრიდან - აგვისტოს პერიოდში ნინო გვენეტაძის მიერ დანამატის სახით მიღებული შემოსავალი 38 568 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, გვენეტაძე ყოველთვიურად 7 000 ლარს იღებდა, რაც ამ პერიოდში ჯამურად 52 181 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები კანონმდებლობითაა განსაზღვრული. კერძოდ, განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის თვეში 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს წევრებს შვებულებაში გასვლისას ეძლევათ დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით 2 აგვისტოს დატოვა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო