,,მე ვარ მე-100“ – „სუფთა სახლის“ მე-100 ფილიალი საზეიმოდ გაიხსნება

„სუფთა სახლის“ რიგით მე-100 ფილიალი, 21 სექტემბერს, 13:00 საათზე რუსთაველის #24 -ში საზეიმოდ გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, „სუფთა სახლი“ თავის მომხმარებელს არაერთ სიურპირზს სთავაზობს. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შეეძლება. „სუფთა სახლის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თამარ გელანტიას ინფორმაციით, იმ პროდუქციის საფასურს, რომელზეც კვირის აქციის ფარგლებში ფასდაკლება ისედაც მოქმედებს, დამატებით 15% კიდევ დააკლდება.

გარდა ამისა, ახალი ფილიალის გახსნის აღსანიშნავად, 21 სექტემბერს იმოქმედებს კამპანია „მე ვარ მე-100“, რომლის ფარგლებშიც რიგით მე -100 მომხმარებელი „სუფთა სახლის“ 100-ივე ფილიალში განსაკუთრებულად დასაჩუქრდება.

InterPressNews.Ge„კამპანიის ფარგლებში „სუფთა სახლის“ ასივე ფილიალში გამოვლინდება რიგით მე-100 მომხმარებელი. შესაბამისად, გვეყოლება სულ 100 გამარჯვებული, რომელთაც ჩვენი ასორტიმენტიდან რჩეული პროდუქტებისგან შექმნილი სასაჩუქრე კალათა გადაეცემათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებიც 21 სექტემბერს „სუფთა სახლის“ მაღაზიაში, რუსთაველის #24-ში, 15 ან 30 ლარიან შენაძენს გააკეთებენ, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ასე რომ, მომხმარებლებს მოვუწოდებ, გვესტუმრონ „სუფთა სახლში“, გააკეთონ შენაძენი და მოხვდნენ იღბლიან ასეულში, - განაცხადა თამარ გელანტიამ.

სახლისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანს მოიცავს. საოჯახო ქიმიის და დეკორატიული კოსმეტიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს გაფართოებას.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო