ბიტმეინი მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტს საქართველოში გამართავს

21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. კონფერენცია ჩატარდება ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის ბიტკანის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის ბიტმეინის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.

შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“ არის ლიდერი ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში განკარგავს რამდენიმე მსხვილ კრიპტომიმართულებას: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე. ბითმეინმა 2018 წლის მაისსი თბილისში წარმომადგებლობა გაიხსნა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის დაინტერესებას საქართველოს მიმართ.

აღნიშნული კონფერენცია 2018 წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში და მასში 1000-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიაში.

განხილული იქნება შემდეგი თემები: მიანერები და მათი მწარმოებელი კომპანიები, მაინინგპულები, ბლოკჩეინ და მაინინგ ტექნოლოგიები, ეკოსისტემები მაინინგში, რეგულაციები, კვლევები კრიპტოსფეროში და სხვ. სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება და პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების, იდეების გაზიარება ერთმანეთთან.

ქართველ ბიზნესმენებს უნიკალური შანსი ეძლევათ გაიგონ უახლესი ინფორმაცია მაინინგ ინდუსტრიის, ბლოკჩეინისა და კრუპტო სამყაროს შესახებ. ამავდროულად დაამყარონ მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამ სფეროს წამყვან პირებთან. დასწრება სამიტზე ფასიანია და ბილეთები შეუძლია შეიძინს ნებისმიერმა მსურველმა საიტიდან https://www.miningconf.org/

კონფერენციაზე, ჯიჰან ვუს გარდა, მომხსენებლებად წარდგებიან ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები, კერძოდ: როჯერ ვერი (Bitcoin.Com-ის აღმასრულებელი დირექტორი), მარკო სტრენგი (მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგ დათა ცენტრის ჯენეზიზ მაინინგის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი) და სხვ.

მაინინგინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით ბუნებრივია. საქართველოში მაინინგი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება მაინინგსექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - ეკომაინინგი, რომლის პრაქტიკულ გამოყენებაზეც ისაუბრებენ მაინინგდათაცენტრების ხელმძღვანელები.

მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან, სამიტის მასშტაბისა და სტუმრების სტატუსიდან გამომდინარე, რომლებიც ამავდროულად მოღვაწეობენ უამრავ სხვა სფეროში, ის აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბლოკჩეინინდუსტრიის განვითარებას.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო