ირაკლი ხმალაძე - მე ვარ მომსწრე, რომ ე.წ. „სტაიანშიკები“ პარკირების დროს მძღოლებს ეხმარებიან და ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, პრობლემა მუნიციპალური ტერიტორიის ბლოკირებაა

მე ვარ მომსწრე იმის, რომ ე.წ. „სტაიანშიკები“ პარკირების დროს მძღოლებს ეხმარებიან და ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუ ამ ადამიანებს თავიანთი სურვილით მომსახურებაში ვინმე გადაუხდის, პრობლემა მუნიციპალური ტერიტორიის ბლოკირებაა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში პარკირების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ე.წ. „სტაიანშიკებთან“ დაკავშირებით არანაირი არჩევანის წინაშე არ ვდგავართ, ჩვენ ადამიანებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას. მე ვარ მომსწრე იმის, რომ ეს ადამიანები პარკირების დროს მძღოლებს ეხმარებიან და ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, ისინი თავიანთი სურვილით მომსახურებაში ვინმეს თუ გადაუხდიან. ჩვენ ამაზე საუბარი არ გვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს იმას, რომ ე.წ. „სტაიანშიკები“ ახდენენ მუნიციპალური ტერიტორიის ბლოკირებას და მაგალითად ოფისის ხელმძღვანელისთვის აქვთ შენახული ადგილი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არავისთვის უნდა იყოს ეს ადგილები რეზერვირებული, არავის აქვს უფლება გააბას ჯაჭვი ან თოკი, რათა იმას გააჩერებინოს მანქანა, ვინც თავად უნდა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა