ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია

საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანი იოანე შაიშმელაშვილი დაინტერესდა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციით და მას შეფასება სთხოვა საქართველოში

მართლმსაჯულების ხარისხით. ამ კონტექსტში კითხვა შეეხებოდა ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესაც.

„არ მსურს შეერთებული შტატების მოსაზრება საქართველოს სასამართლოს რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოვხატო, მაგრამ მსურს ამერიკის თანაგრძნობა გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც ვაჟები დაკარგეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში.

უფრო ფართოდ თუ ვიტყვით, შეერთებულმა შტატებმა დიდი რესურსები გამოყო საქართველოში პროკურატურის საქმიანობის გაძლიერებასა და პროფესიული გაუმჯობესებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

რაც შეეხება მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემას, შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რათა საქართველოში უფრო დამოუკიდებელი სასამართლო შექმნილიყო. სასამართლოს რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში უზარმაზარი პროგრესი განხორციელდა. საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია. ამიტომაც მსურს მოვუწოდო პარლამენტს, რათა იმუშავოს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან და მხედველობაში მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ხედვები, მათ შორის ჩვენიც, რომელთაც წვლილი შეიტანეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში რეფორმების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით და დააჩქაროს ეს პროცესი და დაასრულოს რეფორმების მეოთხე ტალღა.

დამოუკიდებელი სასამართლო ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ნდობა გაუჩნდეს სასამართლო ინსტიტუტების მიმართ,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მისივე განცხადებით, აშშ ისურვებდა, რომ ამ პროცესში საქართველომ მხედველობაში მიიღოს ის შეფასებები, რაც შეთავაზებულია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით პროცესის ფარგლებში, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

იხილეთ ვიდეო: შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია - ელიზაბეთ რუთი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა