ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ქალაქის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები, რომელსაც შპს “ნიკარემსტროი“ ასრულებს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

„სულ მალე ზესტაფონს ექნება სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი. უკვე მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია:

მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი; იქნება თანამედროვე განათება, სკულპტურები და სკამები“, - განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი