სოფელ წრომში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, წრომის მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ მურჯიკნელთან ერთად, წრომის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გახსნა.

მუნიციპალიტეტის მერმა სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა წრომელ პატარებს და იმედი გამოთქვა, რომ საბავშვო ბაღი მათთვის საყვარელი ადგილი გახდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, სოფელ წრომში მცხოვრები მოქალაქეები.

სოფელში, ამ დრომდე, მხოლოდ ალტერნატიული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც პატარების დატოვება შუადღემდე იყო შესაძლებელი, ამჯერად კი სააღმზრდელო დაწესებულება ყველანაირ სტანდარტს უპასუხებს და ბავშვების აღზრდა - განათლებისთვის სათანადო პირობებს შექმნის. ბაღი ერთ სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 25-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია.

შენობასთან ერთად უკვე მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, ასევე დაგეგმილია ეზოს გამწვანება.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯამში დაახლოებით 67 000 ლარამდე გამოყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა