როგორ უნდა დაგეგმონ ორგანიზაციებმა მომავალი წელი

სექტემბრის ბოლო ის პერიოდია, როცა ორგანიზაციები მომავალი წლის დაგეგმვის პროცესს იწყებენ. სტრატეგიული დაგეგმვა კომპლექსური პროცესია, რომელსაც სჭირდება თანამშრომლებისა და მმართველი გუნდის აქტიური ჩართულობა და კოორდინირება. პროცესის მიზანია ორგანიზაციას ჰქონდეს რეალისტური და დაძაბული სამოქმედო გეგმა თავისი ბიუჯეტით, რომელიც ორგანიზაციაში არსებულ რესურსებს იყენებს ოპტიმალურად და მიმართავს დასახული მიზნების მიღწევისა და დანიშნულების უკეთ განხორციელებისკენ.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ხდება როგორც მომავალი წლის მიმდინარე ოპერაციების დაგეგმვა, ისე განვითარების პროექტების შერჩევა და მოქმედებებად დაშლა - ახალი ბიზნეს მიმართულების, ახალი ფილიალის, ახალი პროდუქტის, მომსახურების ახალი მეთოდის და ა.შ. ჯამურად გეგმა ემსახურება ორგანიზაციის დადგენილი ზრდის მაჩვენებლის მიღწევას.

პროცესის შედეგად დეკემბრის ბოლოს ორგანიზაციას ჰქონდეს შეთანხმებული, დამტკიცებული დეტალური გეგმა, რომლის განხორციელებასაც უნდა შეუდგეს ახალი წლიდან.

ხელმძღვანელებს, ვინც უკვე აპირებთ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წამოწყებას სინერჯი ჯგუფი 19 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

- სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვაზე გამოყავით პასუხისმგებელი პირი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ყველა მოქმედებას და სწორ დროს ჩართავს ყველა ადამიანს პროცესში.

- დაისახეთ ამბიციური, საოცნებო მიზნები,

სწორედ ისეთი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ჩათვლით რომ ორგანიზაციას ყველაზე წარმატებული წელი ჰქონდა. რთულად მისაღწევი მიზანი გაიძულებთ ახალი გზების დანახვას, ახალი შესაძლებლობების პოვნას.

- სტრატეგიული დაგეგმვა წარმართეთ სწორი პროცესით, გაიარეთ ყველა აუცილებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიღებული გეგმა შესაბამისობაში იყოს ორგანიზაციის მთავარ მიზნებთან, დანიშნულებასთან და ხელს უწყობდეს მის სასურველ ზრდას.

- მაქსიმალურად ჩართეთ პროცესში შუა რგოლის მენეჯერები და რიგითი თანამშრომლები, მათგან წამოსული ინიციატივები ყველაზე ღირებულია და აღსრულებასაც ამარტივებს, ამაღლებს მათ მოტივაციას და გუნდურობას.

- შეთანხმებული და დამტკიცებული გეგმები განაახლეთ პერიოდულად არსებული რეალობის, გამოწვევების, რისკების გათვალისწინებით, რომ გეგმამ არ დაკარგოს აქტუალობა, იყოს დაძაბული, მიმზიდველი, მამოტივირებელი და თან რეალური.

მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ სტრატეგიულ დაგეგმვაზე, დაგვისვით კითხვები და სინერჯი ჯგუფის კონსულტანტები მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და ამით მცირედით მაინც დაგეხმაროთ უკეთესი ხარისხის სტრატეგიული გეგმის მიღებაში.

ტელ: (995 32) 2 990 771

ელ. ფოსტა: structures@synergy.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა