საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირებასთან დაკავშირებულ პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" პროექტს აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მათი ინფორმაციით, მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.

„აღნიშნული აქტი განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორთა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებსა და სხვა ნორმებს. პროექტში ასევე განსაზღვრულია სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები სესხის გამცემი სუბიექტების ზედამხედველობის კუთხით.

სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში. ამავე ცვლილებით საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოსცეს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან განახორციელოს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, აქვეყნებს სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის პროექტს. პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნული საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და კომენტარები/კითხვები 2018 წლის 20 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით მიაწოდონ ეროვნულ ბანკს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა