თავდაცვის სამინისტრო - გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სამხედრო პოლიციამ ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება სასწრაფოდ დაიწყო

2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის ნაწილზე, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს და რომელიც მოიცავს გათავისუფლებული რამდენიმე თანამშრომლის შრომის ანაზრაურების მითვისების ფაქტს, თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, როგორც ფაქტის გამოძიების, ასევე მომავალში აღნიშნული ტიპის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით,” - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტრო განმარტავს, რომ სამინისტროში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ.

„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ აღნიშნული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის საქმე საქართველოს 5 (ხუთი) მოქალაქის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით აღიძრა. მათ შორის, ერთ-ერთი ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროს სპეციალისტს დ. ყ. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო იმ 4 ადამიანს, რომელთა საბანკო ანგარიშებსაც ის იყენებდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გამოძიების პროცესში ბრალდებულთა მიერ, თავდაცვის სამინისტროზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულების მიერ დაბრუნებულია და ბიუჯეტში შეტანილია თითქმის სრული თანხა. ამჟამად, საქმეზე გამოძიება დასრულებულია და წარიმართა სასამართლოში. რაც შეეხება სამინისტროს მიერ განხორცილებულ პრევენციულ ღონისძიებებს:

განხორციელდა მნიშვნელოვანი პროცედურული ცვლილებები, რის შედეგადაც სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა მონაცემების ხაზინის ელექტრონული პროგრამიდან დეაქტივაცია ეფექტურად ხორციელდება.

თავდაცვის მინისტრის მიერ, მყისიერად გამოიცა ბრძანება, რომელმაც დაარეგულირა აღნიშნული საკითხი და მკაფიოდ განსაზღვრა მონაცემების მოწოდებასა და სისწორეზე პასუხისმგებელი პირები.

ასევე, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს და განმარტავს მოსამსახურე პირების ფინანსური უზრუნველყოფის პროცედურებს. აღნიშნულ ინსტრუქციაში გათვალისწინებული იქნა აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრის მიზნით მიღებული რეკომენდაციები,” - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე ხელფასის დარიცხვა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140,543.63 ლარი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამის თაობაზე ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა