მამუკა მდინარაძე - არჩევნები პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება

„28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება არ მოტყუვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა - მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შემდეგ შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია და მოღალატედ გამოაცხადო სხვა, მას გადააბრალო ღალატი, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან და ამით ცოდვები მიგეტევება შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება. ეს არის მათი ნარატივი! მაგრამ ქართული საზოგადოება ასეთ ნარატივებზე არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება ძალიან კარგად 28 ოქტომბერს. მათი პიარკამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა აქტიური მხარდაჭერით სოციალურ ქსელებსა თუ მედიის საშუალებით, დასრულდება იმით, რომ კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მწარე მარცხს პირველივე ტურში.

გეტყვით რა დაზიანებები აქვს ქვეყანას მათი ღალატის შედეგად - მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე. ეს გაგრძელდა შემდეგ დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიებით, დამატებით 150 დაკარგული დასახლებული პუნქტით და პროვოკაციაზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა ჩვენ ქვეყანაში. და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდა სხვას დააბრალონ ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა