არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში

სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სალომე ზურაბიშვილზე სათქმელი არაფერი აქვთ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია.

„ყოველდღე ვხედავთ როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა. თქვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იგივეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. რა აქვთ მაგათ სალომე ზურაბიშვილზე სალაპარაკო, ადამიანზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა?! სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული.

ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა საზოგადოებას. ამიტომ ხართ ასე გააქტიურებულები. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და სიტყვა „მთავარსაც“. აი, ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ, რომ თქვენი მითი შეინარჩუნოთ, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა