მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს მამა - ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს არასრულწლოვანი მძევალი

ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრალდებულის მამა მიიჩნევს, რომ მის შვილს პატიმრობაში უკანონოდ ამყოფებენ. ამასთან, კახა ღლონტი გამოძიების არაეფექტურობაზეც საუბრობს.

"ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი. თვითონ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, შეცდომები დაუშვეს თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დღეს, ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია. ორი თვეა ჩემი შვილი დაკავებულია და რამე გააკეთეს? ვინმე არის კიდევ დაჭერილი? რას აკეთებენ საერთოდ. დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში და უარს გვეუბნებიან ყველაფერზე საერთოდ. გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლისთვის", - აღნიშნა კახა ღლონტმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი შვილი არის პროკურატურის მძევალი" - ხორავას საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი