ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურის სისტემის რეფორმაზე და რეფორმის მიზნებზე, ასევე პროკურატურის სისტემის მოწყობის თაობაზე არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.

„საკონსტიტუციო ცვლილებებით პროკურატურა, პირველად საქართველოს ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა იმისათვის, რომ პროკურატურა მომზადებული დახვდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტი მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, მათ შორის, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან ერთად პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და პარლამენტის რეგლამენტის იმ ნაწილზე, რომელიც პროკურორის მიერ ანგარიშის წარმოდგენას, განხილვას და პროცედურებს ეხება.

„ბევრი შეხვედრა და ბევრი სამუშაო ფორმატი იყო. ბევრს ვსაუბრობთ იმიტომ, რომ არ არის მარტივი საკითხები. მალევე უნდა მოხდეს ცვლილებების ინიცირება, რის შემდეგაც გაგრძელდება დისკუსია, ეს ეხება: პროკურატურის დამოუკიდებლობას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საპროკურორო საბჭოს, პროკურორების დამოუკიდებლობისთვის გარანტიებს, პარლამენტთან ანგარიშვალდებულებას და ანგარიშის წარმოდგენის სპეციალურ პროცედურებს“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი