ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურბანული ტურიზმის მე-7 მსოფლიო სამიტი გახსნა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ქალაქ სეულში ურბანული ტურიზმის მე-7 მსოფლიო სამიტი გახსნა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ღონისძიება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება და მას მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და ქალაქის ტურიზმის მინისტრი და მერი, კერძო სექტორი და ტრანსნაციონალური კორპორაციები ესწრებიან.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში სეულში. დღევანდელი სამიტი არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ თუ როგორი უნდა მოხდეს ჩვენს პლანეტაზე ურბანული განვითარება მომდევნო 15 წლის განმავლობაში და როგორი იქნება ქალაქების იერსახე და ტურისტული ინფრასტრუქტურა გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორია წარმოდგენილი დღევანდელ სამიტზე, სწორედ გაზიარებული ხედვით უნდა მოხდეს ურბანული ტურიზმის განვითარება. საგულისხმოა, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70% სწორედ მსხვილ ურბანულ დასახლებებში იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა