„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ზესტაფონის განახლებული თეატრი სეზონს ხსნის

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მალე თეატრალურ სეზონს გახსნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, 20–21 სექტემბერს, 18:00 საათზე, წარმოდგენილი იქნება არტურ მილერის „ეჭვი“. დამდგმელი რეჟისორი და მუს. გამფორმებელი ლეო ანთაძე; მხატვარი - ნათია ბერაძე. მონაწილეობენ: საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი ლეო ანთაძე; მსახიობები: ნინო აბესაძე, ნანა ისიანი, თემურ ფირცხალაიშვილი, ზურაბ აბესაძე.

სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თეატრის დირექტორის თეა მაღლაკელიძის განცხადებით, ყოველი სეზონის გახსნა დიდ სიხარულს უკავშირდება, მაგრამ ეს წელი გამორჩეულია, რადგან თეატრი საყვარელ მაყურებელს განახლებულ გარემოში შეხვდება.

„უდიდესი მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით განახლდა მაყურებელთა დარბაზი და სცენა. შეიცვალა, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს. ფეროშენადნობთა ქარხანამ გამოყო ხელოსნები. მალე ახალი თეატრალური ფარდაც დაიკიდება, რომელიც დიდი ხანია არ გამოცვლილა.

უნდა აღნიშნოს, რომ კომპანიის მიერ გაწეული დახმარება ლარებში დაახლოებით 12 ათას ლარს შეადგენს, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა. ადრეც გვეხმარებოდნენ, ბილეთებს ინტენსიურად ყიდულობდნენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის აქტიური ხელშეწყობით თეატრში მრავალი კარგი საქმე გაკეთდა. იმედია, ეს ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება“, – განაცხადა თეატრის დირექტორმა.

მისივე თქმით, თეატრის ძველი და დიდი შენობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, თუმცა ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას. 500-კაციანი დარბაზის ყველაზე მწვავე პრობლემა კი განათების მოგვარებაა. თეა მაღლაკელიძის თქმით, განათების რემონტი საკმაოდ ძვირი ჯდება და დარბაზისა და სცენის მერე უწინარესად ეს საკითხია გადასაწყვეტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა