მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს

უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება და უკვე აკრედიტებული ან აკრედიტაციის პროცესში მყოფი უნივერსიტეტები შედეგს დადგენილ ვადებში მიიღებენ.

„ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია განვლილი პროცესისა და მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გამოვლენილი ხარვეზებით. რეფორმირების პროცესში, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ვადის მიცემის საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ექსპერტების, რექტორთა საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განიხილავს.

„მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პირიქით, სამინისტროს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტებმა ხარვეზები გამოასწორონ. შესაბამისად, სამინისტრო მათ პროცესების შეფასებასა და სამომავლოდ, სწორად ჩამოყალიბებში დაეხმარება“, – განაცხადეს სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა