21-23 სექტემბერს Jazz and Wine Kakheti გაიმართება

21-23 სექტემბერს კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti”-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

ორგანიზატორთა განცხადებით, „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

„თიბისი სტატუსის მომხმარებლები „Jazz and Wine Kakheti“-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://beta.tkt.ge/Show/5132/jazz-and-wine-kakheti“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი