პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურანტი პირების, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვაზე დაბარება

მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერში ფიგურანტი პირების, მათ შორის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვაზე დაბარება.

„ინტერპრესნიუსს“ უწყებაში მხოლოდ ზოგადი და შაბლონური პასუხი გასცეს, რომ „საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პროკურატურა ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს“.

შეგახსენებთ, რომ „კურიერმა“ 14 სექტემბერს „იბერიას“ საქმეზე ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“. აღნიშნული ჩანაწერის გარდა, „რუსთავი2“-მა გუშინ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად „თბილისი თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და ბიზნესმენი ვანი ჩხარტიშვილიც ფიგურირებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა