ანონსი 10 სექტემბერი

10 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

10 სექტემბერს, 16:30 საათზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია საქართველო-ლატვიის მატჩზე პოლიციის მხრიდან ლგბტ აქტივისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ.

მის: ეგნატე ნინოშვილის 1.#16

10 სექტემბერს, 17:00 საათზე, სისტემაში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის.: უზნაძის 51

10 სექტემბერს, 17:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის, დაცვის სპეციალური სამსახურების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

10 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში პირველ საჯარო ლექციას მუზეუმის „პალაცო კიჯი ინ არიჩა“ დირექტორი ფრანჩესკო პეტრუჩი გამართავს.

10 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრას გამართავს.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 სექტემბერს, 18.00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციას გამართავენ.

10 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ გაიხსნება, ჟურნალისტებისთვის ექსკლუზიური ტური გაიმართება.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #11, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

10 სექტემბერს, 18:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ექსპოზიცია „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ გაიხსნება.

გამოფენას სიტყვით გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.11

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა