ანონსი 8 სექტემბერი

8 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიაში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ქვეყანაში განვითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შესახებ მიმდინარე პროექტებს და სამომავლო გეგმებს ისაუბრებს. შეხვედრას ქვეყანაში აკრდიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების და პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის წევრები დაესწრებიან.

მის: „ექსპო ჯორჯიას“ მე-3-ე პავილიონი.

8 სექტემბერს, 15:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: აბულაძის 8.

8 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა - „ჩემი შესაძლებლობა".

მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3

8 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ექსპერიმენტორიუმში“ „ნერდის დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს წარადგენს მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და „ლიბერკიდსის“ მეგობრები.

მის: ინგოროყვას ქუჩა #17.

8 სექტემბერს 17:00 საათზე, სასტუმრო „დოლაბაურში“ გაიმართება საქართველოსა და გერმანიაში მოღვაწე მხატვრების გამოფენა და ხელი მოეწერება ერთობლივ მემორანდუმს.

მის: ავლაბარი, დოლაბაურის ქ.1ა, ტელ: 595 07 70 08 - ხათუნა გოგებაშვილი.

8 სექტემბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერებს წარადგენს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი