„ჩემი ბედნიერი ოჯახი“, შესაძლოა, პირველი ფილმი გახდეს, რომელიც „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს

კინოსახლის განახლებულ დარბაზში, 7 სექტემბერს, სპეციალური კომისიის წინაშე, სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის გახმაურებული ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ფილმი გახდება, რომელიც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს პარალელურად, ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20 % უკან დაიბრუნონ. კვალიფიციური ხარჯების დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5 პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.

ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა; საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე (მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.); ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები; პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში; დისტრიბუცია და ფესტივალები; სწორედ ამ პუნქტების მიხედვით გადაწყდება მიიღებს თუ არა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დამატებით ანაზღაურებას“, - აცხადებნ ეროვნულ კინოცენტრში.

სპეციალური კომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შემდეგი წევრებისგან შედგება: მიხეილ ხიდურელი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი; თათია ბიძინაშვილი - პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მენეჯერი; მელანო დურმიშიძე - პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ კოორდინატორი;მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მარინა ბოჯგუა - საქართველოს ტურიზმი სეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს წარმომადგენელი; გიორგი სალაყაია - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის, მარკეტინგული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი. ნანა დოლიძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი; დავით ვაშაძე - კინოკომისიონერი,საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

დღეისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიერ, მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზეჯამური ინვესტიციის ოდენობა30 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3000-ს აღწევს.

პროგრამას “გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა