გია ხუხაშვილი - ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა, ამიტომ იძულებულია თავისი რესურსი ზურაბიშვილის სასარგებლოდ აქტიურად გამოიყენოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მის ამ გადაწყვეტილებას?

მარგველაშვილი მიეკუთნება სახელმწიფო მოღვაწეთა იმ კატეგორიას, რომელთათვისაც თანამდებობა ტვირთი უფროა, ვიდრე პრივილეგია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო

- ჩემი აზრით, მარგველაშვილი მიეკუთნება სახელმწიფო მოღვაწეთა იმ კატეგორიას, რომელთათვისაც თანამდებობა ტვირთი უფროა, ვიდრე პრივილეგია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ის დაუბრუნდება სამოქალაქო სექტორს, რაც მისასალმებელია.

- არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის არმონაწილეობა რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უფრო წაადგება?

- ჩემი აზრით, მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება უფრო “ქართული ოცნებას“ წაადგება. იგი ხმას ვერ წაართმევდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს. მისი ხმები სამობილიზაციო რესურსიდან შეიძლება ყოფილიყო, რაც ხმებს მმართველ გუნდს დააკარგვინებდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობა გაზრდიდა მეორე ტურის რისკებს, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ არჩევნებში მისი არმონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ წაადგება

საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობა გაზრდიდა მეორე ტურის რისკებს, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ არჩევნებში მისი არმონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ წაადგება.

- პრეზიდენტმა უარი თქვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარედგინა პარლამენტისთვის კანდიდატურა. მისი არგუმენტები გასაგები კი იყო, მაგრამ ბოლომდე ალბათ არა, რაზეც გასულ კვირას არასამთავრობოებმა ბევრი ისაუბრეს. თქვენ როგორ შეფასებდით ამ საკითხში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

- თუ ჩვენ ამ საკითხს პიროვნულ ჭრილში შევხედავთ, გასაგები და ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ პრეზიდენტზე. იმით, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებაზე, მან ამით პროტესტი მმართველი გუნდის მიმართ კი არ გამოთქვა, არამედ გამოხატა დემარში იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც დღეს თავად წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი კონფლიქტში შევიდა თავის სტატუსთან, რაც თავისთავად იყო უცნაური.

როდესაც მარგველაშვილი გარკვეულ საკითხებზე ვეტოს ადებდა, მე მას მხარს ვუჭერდი, ვინაიდან ის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად იქცეოდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, გაუგებარია თუნდაც იმიტომ, რომ როცა იგი ვეტოს იყენებდა მაშინაც იცოდა, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა მის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, გაუგებარია თუნდაც იმიტომ, რომ როცა იგი ვეტოს იყენებდა, მაშინაც იცოდა, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა მის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდა.

- საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი - ან დაასახელოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, ან განერიდოს პროცესს.

დამკვირვებელთა ნაწილი სწორად შენიშნავს, - სხვაგვარად ეს არჩევნები პოლიტიკურ ფარსს დაემსაგავსება, რომელში მონაწილეობისთვის ენთუზიაზმი არც „ოცნების“ მხარდამჭერებს ეტყობათ და არც მათ ოპონენტებს. თქვენი აზრით, რომელ გზას აირჩევს მმართველი გუნდი?

- გამომდინარე სადღეისოდ ჩამოყალიბებული სურათიდან, - მხედველობაში მაქვს თუ ვინ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, - მმართველი გუნდი დაუბრუნდება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის გეგმას.

ჩემი აზრით, მაინც ასე მოხდება მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.

ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ჩიში თავად შეიყვანა და ახლა მათთვის ზურაბიშვილის მხაედაჭერის გარდა სხვა გზა არ ჩანს.

თუ საპრეზიდენტო კანდიდატების მენიუს გადავხედავთ ისეთი არავინ ჩანს, ვინც „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა. ამიტომ არის მმართველი გუნდი იძულებული, აქტიურად გამოიყენონ თავისი რესურსი ზურაბიშვილის სასარგებლოდ

ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავისთავად გახლავთ უხარისხო გადაწყვეტილება, ვინაიდან ზურაბიშვილის „დამოუკიდებელ კანდიდატად" წარმოჩენა ტრაგიკომუკურია, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი გახლდათ. ჩვენს საზოგადოებას ეს ახსოვს და რატომ ჰგონია „ოცნებას“, რომ ხალხს ამნეზია სჭირს, გაუგებარია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოზე მეტად დაასუსტა და მათთვის ის მნიშვნელოვანი არაა, მზად არიან იგი დათმონ კიდეც, მათ აქვთ იმის შიში, რომ იგი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა არ დაიკავოს.

თუ საპრეზიდენტო კანდიდატების მენიუს გადავხედავთ, ისეთი არავინ ჩანს, ვინც „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა. ამიტომ არის მმართველი გუნდი იძულებული აქტიურად გამოიყენონ თავისი რესურსი ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

ასე იქნება თუ დარჩენილ დღეებში არაფერი არ შეიცვალა.

- ყველა სტატმონაცემებით ეკონომიკა მყარდება. იმავე სტატმონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,2%-ც კი შეადგინა. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკური ზრდის მიზეზი?

- ჩვენი პრობლემა ეკონომიკური ზრდა და მშრალი ციფრები კი არაა, არამედ ის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდას რიგითი სტატისტიკური ქართველის სოციალურ მდგომარეობასთან ბმა არ აქვს. ანუ, ეკონომიკური ზრდა არანაირად არ აისახება უმუშევრობის შემცირებასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე.

სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა ამ პრობლემაზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. გარდა იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა ვსაუბრობდეთ, თავად ეკონომიკის სტრუქტურაში თუ არ მოხდა ცვლილება, ეკონომიკურ ზრდაზე დახარჯული შრომა წყალში გაგაყრილ ძალისხმევას დაემსგავსება. რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ პროცესს და ადრე თუ გვიან ეს უფრო უარესად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე თავად ეკონომიკაზეც.

ჩვენს ეკონომიკურ ზრდას რიგითი სტატისტიკური ქართველის სოციალურ მდგომარეობასთან ბმა არ აქვს. ანუ ეკონომიკური ზრდა არანაირად არ აისახება უმუშევრობის შემცირებასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაახმოვანა პრემიერმა ინიციატივები საშუალო და მცირე ბიზნესის დასახმარებლად. იგივე საჯარო სექტორის ოპტიმიზაციაზე. ფულის მასის ზრდა არ წყვეტს მთავარ პრობლემას, ეკონომიკის სტაბილური განვითარების პრობლემას. პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს სჭირდება სწრაფი იმპლემენტაცია ცხოვრებაში, რომ ეკონომიკური ზრდა მეთოდურად აისახოს ადამიანების დასაქმებაზე, შემოსავლებზე, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაზე.

პარადოქსია, თითქოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არც დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება საგრძნობლად და არც დღემდე დასაქმებულების შემოსავლები. ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე მხოლოდ მაშინ აისახება, თუ ეკონომიკის რეალური სექტორი გაიზრდება და არა მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა.

- ბინადრობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფინანსური ბარიერები ეზრდებათ. 88 ათასს მიუღია საქართველოში ბინადრობის უფლება. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს?

- ვფიქრობ, ამ მიმართულებით ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს. ყველა ხედავდა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. შესაძლოა, დაგვიანებულიც კია ახლა რაც გაცხადდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

კარგა ხანია ეს პრობლემა არსებობს, ამიტომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში ნაბიჯები აქამდეც უნდა გადადმულიყო, მით უმეტეს რომ ამგვარი სტანდარტები მთელ მსოფლიოში არსებობს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში ნაბიჯები დროულად გადადგმა თავიდან აგვაცილებდა ბინადრობის მსურველთა მხრიდან თაღლითობების შემთხვევებს, რისი შესახებაც ფაქტები გახმაურდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში ნაბიჯების დროულად გადადგმა თავიდან აგვაცილებდა ბინადრობის მსურველთა მხრიდან თაღლითობების შემთხვევებს, რის შესახებაც ფაქტები გახმაურდა

უცნაური გახლდათ ის, რომ ეს ინიციატივა თბილისის მერმა გაახმოვანა. როდესაც ქალაქის მერი აკეთებს ასეთ პოლიტიკურ განცხადებას და მას მყისიერად მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ყველაფერი სწორი გზავნილებია, ვინაიდან მასში მმართველი გუნდის ერთი პოლიტიკური გუნდის აქტიურობა შეიმჩნევა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მმართველ გუნდში რეალურად არსებობენ დაჯგუფებები, რამაც შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“ შემდეგ ცუდად იმოქმედოს. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდში არაკოორდინირებული ჯგუფური თამაშები რაღაც ეტაპზე რაღაც ტიპის პროცესებს გამოიწვევს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4-7 სექტემბერს საქართველოში სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეები მედიის თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ.

ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საინტერესო ამ ისტორიაში კი ის გახლავთ, რომ ფორუმის რუსი მონაწილეების ნაწილი აშკარად გამოირჩევა ანტიქართული გამონათქვამებით. მათ შორის არიან ვალდაის კლუბის წევრები. დიალოგი და გამოცდილების გაზიარება კარგია, მაგრამ გაუგებარია რა აზრი აქვს იმ ადამიანებთან დიალოგს, რომლებიც იმით გამოირჩევიან, რომ კრემლის რუპორებად არიან ცნობილი?

- მე ამ საკითხში საკმაოდ ლიბერალური მიდგომა მაქვს. საუბარი მტერთანაც კი აუცილებელია. მტერთან არ ლაპარაკობს ის, ვისაც აქვს გარკვეული კომპლექსი გამომუშავებული, რომ მტერმა შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ თუ ძლიერები ვართ, უნდა შევეცადოთ სწორედ ოპონენტებზე მოვახდინოთ გავლენა.

ჩვენ, იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩდეთ ჩვენი ოპონეტების დისკურსში ჩართულები თუ იმათზე სუსტები ვიქნებით

თუ ადამიანები არ არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, არ არიან ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაშინ მათ ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ვხედავ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ჩვენს მიმართ გამონათქვამებში სამართლიანები არ იყვნენ, მაგრამ თუ კანონს არ არღვევენ, არა მგონია მათთან კომუნიკაცია ჩვენთვის სახიფათო იყოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ისინი გადმოვიყვანოთ ჩვენს ჭკუაზე.

- ამ ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლითა და დიალოგით ჩვენ ხომ არ აღმოვჩნდებით მათთვის სასურველ დისკურსში ჩართულნი?

- ჩვენ, იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩდეთ ჩვენი ოპონეტების დისკურსში ჩართულები თუ იმათზე სუსტები ვიქნებით. მაგრამ თუ ჩვენ ჩვენს რუს ოპონენტებზე უფრო კვალიფიციური ვიქნებით, იქნებ პირიქით მოხდეს და ისინი აღმოჩდნენ ჩვენს დისკურსში ჩართულები?

- რუსულ ჯარში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ცხინვალთან ახლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ტარდება. რისთვის ემზადება კრემლი საქართველოსთან მიმართებაში?

- არ მგონია ახლა რუსეთის სამიზნე საქართველო იყოს. თუ ჩვენ გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ იმას რაც ხდება, დავინახავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია გლობალური დაპირისპირება, მიდის კუნთების თამაში, რომელიც ან ვაჭრობით უნდა დასრულდეს ან დიდი გლობალური დრამით.

რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები გზავნილია არა საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისა და ვაშინგტონისთვის

დიახ, რუსული სწავლებები მართლაც მასშტაბურია. იგი იმართება ხმელთაშუა ზღვაშიც. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის სწავლებები რუსეთს 40 წელია არ ჩაუტარებია.

ვფიქრობ, რომ დაწყებული სამხედრო სწავლებებით რუსები ატარებენ წითელ ხაზებს, რომლის იქითაც ისინი დათმობაზე არ წავლენ. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი ცხინვალის რეგიონზეც გადის. რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები გზავნილია არა საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისა და ვაშინგტონისთვის

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო