პარლამენტში სემინარი - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ გაიმართება

17-18 მაისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) სემინარი, თემაზე „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან და სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და იტალიის დეპუტატთა პალატის სახელმწიფო ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსი პაოლა ბონაჩი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 22 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის წევრი ქვეყნების პარლამენტების კვლევით/ანალიტიკურ სამსახურებსა და საბიუჯეტო ოფისებს წარმოადგენენ.

სემინარის მიზანია, რეგულირების გავლენის შეფასების, ასევე, სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. სემინარი მოიცავს სესიებს როგორც რეგულირების გავლენის შეფასების ინსტიტუციური ჩარჩოს, ისე მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ.

ცნობისთვის, ECPRD 1977 წელს შეიქმნა და იგი დღეისათვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის პატრონაჟით ფუნქციონირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა