მარკ ცუკერბერგს ევროპარლამენტარებმა, შესაძლოა, მომავალ კვირას მოუსმინონ

სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს, ამჯერად, ევროპარლამენტში მოუსმენენ.

პარლამენტის სპიკერის ანტონიო ტაიანის განცხადებით, ცუკერბერგი ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლას დათანხმდა, რა დროსაც „ფეისბუქიდან“ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ იქნება საუბარი.

ქსელის დამფუძნებელს მოწვევა მარტის ბოლოს გაეგზავნა. აპრილის დასაწყისში ევროკომისიამ კომპანიიდან მიიღო წერილი, რომელშიც დასტურდებოდა, რომ ევროპის 2,7 მილიონი მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, კომპანია „Cambridge Analytica“-ს განკარგულებაში მოხვედრილიყო, რომელიც მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის სკანდალში აღმოჩნდა.

ევროპარლამენტის სპიკერის განცხადებით, ცუკერბერგი დეპუტატების წინაშე, შესაძლოა, მომავალ კვირას წარდგეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი