შსს - 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად მისი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისა და სხვა შეხედულებებისა. მისივე განცხადებით, აღნიშნულ დღეს გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრები, სადაც შეთანხმდა ღონისძიებების გამართვის როგორც ადგილი, ასევე უსაფრთხოებისთვის გასატარებელი ზომები.

“ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

17 მაისს გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად მისი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკისა და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული ადამიანის თავისუფლებას”, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა