ზურაბ აბაშიძე - ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის

ის რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია, რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

„რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს. ის რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ, მით უმეტეს, რომ ადრე ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის და ცნობილი პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი