არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა

მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუს“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მმართველი პარტია მთლიანად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი მდგომარეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს.

„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბოლომდე ვიდრე არ დაენარცხა, ვერ გაიაზრეს მაშინ და დღესაც იგივე ხდება, რომ კატასტროფა კარს მოადგა და რომ საზოგადოება მთლიანად არის გაუცხოებული. რომ ვუსმენ „ოცნების“ დეპუტატებს და იმ თემებს, რაც მათთვის არის პრიორიტეტული, ვხვდები, რომ მთლიანად აცდენილი არიან რეალობას. ეს იმდენად სახიფათოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომ საზოგადოებამ უნდა შემოკრას განგაშის ზარი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა