დონალდ ტრამპი - მე მიყვარს საქართველო და ეს ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში

მე მიყვარს საქართველო და პატივ ვცემ ამ ქვეყანას, ეს ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში, - ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს მიხეილ სააკაშვილმა ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობებით აღფთოვანებულია. ასევე, ტრამპმა პრეზიდენტს დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრეზიდენტო, თქვენ დიდი შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით. თქვენ ოთხი წლის წინ დაიწყეთ ამაზე მუშაობა, როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ მსოფლიოში ბევრი რამე გავაკეთე და გსურთ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. შემდეგ კიდევ დამირეკეთ. მაიკლ კოენი და გიორგი რამიშვილი _ ჩვენ ორი დიდი პარტნიორი გვყავს, რომელიც ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებენ. მე მიყვარს საქართველო და პატივ ვცემ ამ ქვეყანას. ეს ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში", _ დასძინა ტრამპმა.

მისივე თქმით, თვითმფრინავიდან დაინახა, რა გასაოცარი მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოში.

დონალდ ტრამპის განცხადების თარგმანი ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

ამერიკელი მილიარდერი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს პროექტ - "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება. "ტრამპ თაუერის" პროექტი არქიტექტურული ფირმა "John Fotiadis Architect"-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47 სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.

22 აპრილს დაგეგმილია ამერიკელი მილიარდერის პრესკონფერენცია ბათუმში. ტრამპის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.

დონალდ ტრამპის კომპანიასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2011 წლის მარტში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი