მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს - პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით - რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ივანიშვილს პასუხი პირადად მოეთხოვება.

„ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა!

პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით. რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად. არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!",- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება