აქციის მონაწილეები გალაკტიონის ხიდზე მივიდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობით გალკტიონის ხიდთან მივიდნენ.

გალაკტიონის ხიდზე მათ ფიტულები მიიტანეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის, თბილისის მერის კახი კალაძის ფოტოებია გაკრული, ასევე, გაკეთებულია წარწერები: “რუსეთი ოკუპანტია”, “კი გამჭვირვალობას ! არა ოფშორებს!”

მანამდე, მათ გალაკტიონის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შეკრეს და შეკრებილებს განუცხადეს, რომ აქციას მალე პოლიტიკოსები შეუერთდებოდნენ, სწორედ ამის შემდეგ ორგანიზატორებმა „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახულებით ფიტულები მოიტანეს.

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამიტომ ხალხი დაიცავს კონსტიტუციას”,- განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პერფორმანსის დროს.

აქციის მონაწილეებმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გალაკტიონის ხიდი, სადაც სსრკ-ს სიმბოლიკებია გამოსახული, საქართველოს, ნატოს და ევროკავშირის დროშებით დაფარეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება