ლაშა ფარულავა - ერთადერთი გამოსავალია, ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომლის პასუხისმგებლობაცაა ის, რაც ქუჩებში ხდება, ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეთ

ქუჩაში დათარეშობს ზონდერ ბრიგადები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ცემაზე მწვანე ანთებული აქვთ, პოლიცია კი ამ ყველაფერს ახალისებს და გულგრილად უყურებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი ინდივიდუალური სანქციებია, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებმა, მეგობრებმა, ქართული დემოკრატიის მხარდამჭერებმა უნდა მიიღონ.

„ქუჩაში დათარეშობს ზონდერ ბრიგადები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა „აუნთეს მწვანე“. ისინი ძალადობენ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, არასრულწლოვანებზე მათ შორის ხანში შესულ ადამიანებზე. ამას უყურებს და ახალისებს პოლიცია. ისინი დანაშაულებრივი უმოქმედობით, გულგრილობით ამ ყველაფერს უყურებენ და არ მოქმედებენ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები, ქართული დემოკრატიის მხარდამჭერები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომლის პასუხისმგებლობაც არის ის რაც ხდება ქუჩებში დაუწესდეთ ინდივიდუალური სანქცირება. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ზონდერ ჯგუფებს, მოძალადეებს, რომლებიც პირადად ივანიშვილის დავალებით, ირაკლი კობახიძის დავალებით და ასევე ვახტანგ გომელაურის ხელშეწყობით და წახალისებით ძალადობენ ჩვენს ახალგაზრდებზე, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ინდივიდუალური სანქცირება და ასევე მნიშვნელოვანია ,რომ ყველა ზონდერმა გაითავისოს ადრე თუ გვიან ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, ამიტომ თავი დაანებონ ახალგაზრდებზე ძალადობას და დაიხიონ უკან ! არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ყველა ადამიანი, ვინც მოქალაქეებზე იძალადა, იდენტიფიცირებულია. თუმცა მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს.

„ეს ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს და დუმს მინისტრი, დუმს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. ეს ყველაფერი არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული. ამ ადამიანებზე, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პოლიტიკური სასჯელი და ეს, ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე ამ მოძალადეებს მოვუწოდებ, რომლებიც არიან ზონდერები, რომლებიც გაუსწორდნენ ახალგაზრდებს - თქვენს დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა არც ერთი დღე, არც ორი დღე, თქვენს დანაშაულს აქვს რამდენიმე წელი ხანდაზმულობა და აუცილებლად მოგაკითხავთ სამართალი და კანონი! არა რუსულ კანონს!“- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება