გიორგი ვაშაძე - ეს ხომ მაროდიორობაა, ეს არ არის პოლიციელობა

შეთრევაზე არიან, ოღონდ ვიღაცა შეითრიონ და ცალკე მოიხელთონ, ეს ხომ მაროდიორობაა, ეს ხომ არ არის პოლიციელობა , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსთაველზე განუცხადა, როდესაც ისაუბრა პოლიციის მიერ აქციის ორი მონაწილის დაკავებაზე.

ვაშაძის თქმით, პოლიცია ადამიანების სათითაოდ დაკავებას ცდილობს.

“პოლიცია პროვოკაციაზეა, უნდათ, რომ სათითაოდ დააკავონ და დაიჭირონ. ეს რა არის, ყველა მშვიდად და წყნარად არის ჩამომჯდარი ტროტუარზე, ყველა თავის სურვილს გამოხატავს. როგორ იქცევიან?![სამართალდამცველები]. კარგით რა. შეთრევაზე არიან, ოღონდ ვიღაცა შეითრიონ და ცალკე მოიხელთონ, ეს ხომ მაროდიორობაა, ეს ხომ არ არის პოლიციელობა, ეს არის მაროდიორობა, მეტი არაფერი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება