მამუკა მდინარაძე - ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ, არ არის მშვიდობიანი?

ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ, არ არის მშვიდობიანი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გუშინ კიდევ ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება, რადგან უშუალო შეხება იყო, რომ ვიღაცას ეთქვა, პირველმა ამან დაარტყა, თუ იმან ისროლა, მაგრამ დღეს საერთოდ არ იყო პოლიცია და გადავიდნენ პარლამენტის ჭიშკრის მონგრევაზე.

„პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, რომ ქვებს და ამხელა აგურებს ესროდნენ და ზიანდებიან პოლიციელები. ადამიანები არიან ის ხალხი, გმირები არიან, ჩვენს ქვეყანას და უსაფრთხოებას იცავენ და ამ ბავშვებს უნდა აუხსნას ვიღაც ორგანიზატორმა, ჯერ რომ წააქეზეს და მერე მიატოვებენ ხოლმე, არ შეიძლება ასეთი რაღაც. რაც არ უნდა პროტესტი გქონდეს და რაც არ უნდა გეგონოს რაღაც, ჯერ ერთი არასწორად ჰგონიათ, ზოგს ჰგონია და ზოგმა ზუსტად იცის რასაც აკეთებს, მაგრამ ვისაც გონია, იმასაც რომ აუხსნან და უთხრან, რომ აგური და ქვა თავში არ უნდა გაარტყან, ხომ შეიძლება, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებენ. გამოდის ვაშაძე და იძახის, მე ვერ ვნახე ეგეთი რაღაცო, წიწაკის სპრეი ვნახე მარტოო და პასუხისმგებლობა სხვას ეკისრებაო. ელემენტარული პასუხისმგებლობის აღების თავი უნდა ჰქონდეს ვიღაცას ამ დროს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება