გიორგი ვაშაძე - თუ ვინმე პროვოკატორია, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, პროვოკაცია არის პოლიციის კორდონის მოხსნა

თუ ვინმე პროვოკატორია, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, პროვოკაცია არის აქ პოლიციის კორდონის მოხსნა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ჩიტაძის ქუჩაზე განუცხადა, როდესაც ის მოქალაქეებთან მივიდა.

მისივე თქმით, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილე მოქალაქეები იდგნენ და პარლამენტის შენობიდან სამართალდამცველები მათ ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამდნენ.

„თუ ვინმე პროვოკატორია ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. პროვოკაცია არის აქ პოლიციის კორდონის მოხსნა. პროვოკაცია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ კანონის ინიცირება და კობახიძის დღევანდელი განცხადებები.

სპეციალურად მოწმინდეს აქ ტერიტორია. რომ ამოვდიოდი ხალხი აქ ჩვეულებრივად იდგა და წიწაკის სპრეის ასხამდნენ იქიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება