რატი ბრეგაძე - ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ - ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესში.

„ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, სხვებს არ თვლიან ადამიანებად საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა თქვენც ეთერში წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის განცხადება ე.წ. პარაშის ხეხვაზე. მას, ეტყობა, ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში, მათ შორის, მისი მონაწილეობითაც, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან სწორედ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი წამხალისებელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ. ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტის შეტანას. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობას. მათთვის სრულიად მეორე და მეასეხარისხოვანია – რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ, რისთვისაც მიიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება