ირაკლი ლექვინაძე ComCom-ის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კომუნიკაციების კომისიამ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების კანონდარღვევით გავრცელების გადაჭრის მიზნით, კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement“ ჩაატარა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის მედია ექსპერტმა, ჟან ფრანსუა ფურნემონმა.

„ჩვენ გვაქვს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კუთხით ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოებული კანონმდებლობა, ძალიან მაღალ დონეზეა და მჭიდროა თანამშრომლობა კომუნიკაციების კომისიასთან. გვაქვს არაერთი პლატფორმა, სადაც ამ მიმართულებით ვაზიარებთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, ვსაუბრობთ გამოწვევებზე და ერთობლივ შესაძლებლობებზე. 2020 წლიდან, კანონმდებლობის გაუმჯობესების შემდეგ, კონკურენციის კუთხით კომისიამ განიხილა და დაადასტურა ერთი შეთანხმებული ქმედების ქეისი, სადაც ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართულები.

დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა მიმდინარეობს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, პროდუქტის განთავსებისას სამართლიანი წესების დადგენაზე, რაც ვფიქრობ რომ დღეს მეტად აქტუალურია ქართული მედია სივრცისთვის და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა 15 ქვეყნის პრაქტიკა.

„ანალიზმაც აჩვენა, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრია. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია: „პროდუქტის განთავსების გავლენა მომხმარებელზე და სარეკლამო ბაზარზე“ და „პროდუქტის განთავსების საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები“. ღონისძიებაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთისა და ლიეტუვის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის საელჩოს, ასევე, ტელემაუწყებლების, გაყიდვების სახლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება