ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს საიუბილეო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში მიიღო, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეოს საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში უწევს ქვეყანას, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია და ასევე ის საფრთხეები, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში, ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების საკითხში, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მორიგ წარმატებას მიაღწევს ამ პროცესში.

29-30 აპრილს ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მინისტრი დაესწრო 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება