რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც “ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს.

ადგილზე მიმდინარეობს სცენის დემონტაჟის სამუშაოებიც. სცენასთან ახლოს განლაგებულები არიან პოლიციელები.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება