ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე  - ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს, მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა - არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა

ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს - დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.

"დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო.

არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.

ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით.

არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი", - წერს ჯაფარიძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს